სებასტიან ბრანტი
სებასტიან ბრანტი - დაიბადა 1458 წელს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში.იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი გერმანელი მწერალი-სატირიკოსი XV საუკუნისა,იურისტი,პროზაიკოსი და პოეტი.სწავლობდა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იურისპოდენციასა და კლასიკურ ლიტერატურას.1484 წელს მიიღო უფლება თავად გამხდარიყო ბაზელის უნივერსიტეტის ლექტორი და ხუთ წელიწადში (1489 წელს),მას ანიჭებენ დოქტორის ხარისხს იურისპოდენციასა და კლასიკურ ლიტერატურაში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ რომის საღვთო იმპერიის იმპერატორმა მაქსიმილიან I-მა (1459-1519 წლები),სებასტიანს “პლაცგრაფის” ტიტულიც უბოძა (ფრანკთა სახელმწიფოში მეფის კარის უმაღლესი სასამართლო მოხელე).მის დაწერილ ნაწარმოებებს შორის გამოსარჩევია სატირული ჟანრის პოემა: “სულელთა გემი”,რომელიც დაწერა 1494 წელს ბაზელში.ასევე ცნობილი ფაქტია,რომ სებასტიანი ძირითადად ნაწარმოებებს ლათინურ ენაზე წერდა,თუმცა ზემოთ მოყვანილი პოემა მას ლათინურ ენაზე არ დაუწრია.აღნიშნულმა პოემამ უდიდესი წარმატება მოუტანა მას და იგი ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად იქნა დასახელებული იმ პერიოდის ლიტერატორთა შორის.სებასტიან ბრანტი გარდაიცვალა 1521 წლის 10 მაისს სტრასბურგში.მისი შემოქმედება კი მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე იქნა თარგმნილი,ხოლო მისი საუკეთესო პოემა “სულელთა გემი”,ლათინურ ენაზეც კი თარგმნეს. (ავტორი გენია.ჯი)