მიქელანჯელო – „ეპიზოდი”
აღორძინების ეპოქაში მოღვაწე გენიალური იტალიელი მოქანდაკისა და მხატვრის – მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564 წლები) ქონება თანამედროვე ეპოქაში სპეციალისტებმა 50 მილიონ ევროდ შეაფასეს. აქ ნაღდი ფულის გარდა ნაგულისხმევია, მის პირად საკუთრებაში არსებული მიწები, ფერმები და სხვა ფასეულობები. (ავტორი გენია.ჯი) ფული და ძვირფასეულობა ამ უძუნწეს კაცს ცნობილი რომაელი ბანკირის – კალდუჩის ბანკსა და სანტა-მარია ნუოვას ლაზარეთში ჰქონდა დაბინავებული. იგი იყო თავისი დროის ყველაზე მდიდარი ხელოვანი. როგორც მკვლევარები შენიშნავენ, მიქელანჯელო ხუთჯერ მდიდარი იყო ლეონარდო და ვინჩიზე და კიდევ უფრო მეტად მდიდარი მისივე ეპოქაში მოღვაწე სხვა ისეთ ტიტან ხელოვანებზე, როგორებიც გახლდნენ – რაფაელი და ტიციანი. მიუხედავად ასეთი სიმდიდრისა, იგი ბუონაროტი მაინც ყოველთვის წუწუნებდა და თავადაც მეწტად მოკრძალებული ცხოვრების წესით ცხოვრობდა.
ის რომ, მიქელანჯელო ერთობ დიდი სიძუნწით გამოირჩეოდა, შემდეგი ფაქტიც მეტყველებს: ერთხელ გენიალურ მხატვარსა და მოქანდაკეს საკუთარმა მამამ – ლუდოვიკო ბუონაროტიმ წერილი გაუგზავნა, სადაც იგი თავის ვაჟს სულ რაღაც ასიოდე დუკატის გაგზავნას სთხოვდა. 100 დუკატი ლუდოვიკოს იმისათვის სჭირდებოდა, რომ მისი მეორე ვაჟისათვის საკუთარი სახელოსნო გაეხსნა. ბუონაროტიმ მამას ფული კი გაუგზავნა, მაგრამ ამასთანავე მას შემდეგი სახის წერილიც აახლა: „მე არა მაქვს ფული. იმ ფულს, რომელთაც ახლა გიგზავნით, გულიდან ვიგლეჯ. და საერთოდ, მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის ფულის თხოვნა დიდი უსამართლობაა”. – (ავტორი გენია.ჯი)