იოსებ გრიშაშვილი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, თბილისში ქვეყნიერებას მოვლენილმა გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა – იოსებ გრიშაშვილმა (1889-1965 წლები) უამრავი ლექსი მიუძღვნა საქართველოს „დედა-მდინარედ” წოდებულ – მტკვარს. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში, როცა ქუთათურებმა საზეიმო იუბილე გადაუხადეს იოსებს, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწერილი არც ერთი ლექსი საქართველოს „მამა-მდინარედ” წოდებულ, ურჩ – რიონზე. ეს თავის მხრივ, მხედველობიდან არ გამორჩენიათ ერთობ დაკვირვებულ ქუთაისელებს. და აი, ქუთაისში გამართულ იოსებ ნონეშვილის შემოქმედებით იუბილეზე, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში იქნა გამართული, სცენაზე სხვა მრავალთა მსგავსად, პოეტისათვის იუბილის მოსალოცად გამოვიდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი, ენამზიან ვახტანგ კოტეტიშვილის ერთ-ერთი მოწაფე – გიორგი სამხარაძე.
მან ჯერ დითირამბები უძღვნა, შემდეგ კი, პატარა საყვედურიც აკადრა სტუმარს ერთობ მრავლისმეტყველი ლექსის სახით:
* * * * * * *
„დე, შეგარხიოს მცირედად,
ამ საყვედურის სიომაც,
კმაყოფილებით მიიღო
ის დიდმა გალაკტიონმაც:
მეთქვა, არ მეთქვა, ჩემს გულში
ფიქრმა იდავა, იომა,
მტკვარს რომ ამდენი უმღერე,
რა დაგიშავა რიონმა?”
* * * * * * *
„ – არაფერი, არაფერი, ორთავეს ვეთაყვანებიო!” – შეუძახია იოსებს და გიორგი გულმხურვალედ გადაუკოცნია. – (ავტორი გენია.ჯი)