ალექსანდრე კალანდაძე წერდა…
„განსაცდელს თავისი ულმობელი კანონები აქვს: რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერც კი გაიფიქრებ, აუცილებლობის შემთხვევაში უყოყმანოდ უნდა სცადო. სართი დასწრებისაა!..” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ათასჯერ სიკვდილი მირჩევნია ერთხელ დაღრეჯას”.
* * *
„ადამიანის გულზე მგრძნობიარე აპარატი ჯერ არ გამოუგონებიათ”.
* * *
„უჭკუო სიკვდილი რა ვაჟკაცობაა! საქმე ისაა, სიცოცხლითაც და სიკვდილითაც მტერი ცოტა მაინც გაამწარო!”
* * *
„არის მომენტი, როცა მტანჯველად გსურს, ვისმე გული გადაუშალო, როცა ყველა კეთილი გგონია, როცა ყველა ქალს ისე შეგიძლია ელაპარაკო, რომ გაგიჟებულ მიჯნურად ჩაგთვალოს, როცა მგელიც ლამაზი და ღუღუნა გეჩვენება, როცა წუთიერად გვავიწყდება, რომ ქვეყნად ბოროტი ადამიანებიც არსებობენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უცხო ენა, თურმე, მძლავრი იარაღია და როცა ყველა იარაღი აყრილი გაქვს, იგი განუშორებლად შენთანაა და არც ერთ იარაღს ტოლს არ უდებს”.
* * *
„ნათქვამია, ომში რა სჯობია, და, რაც ხელში მოგხვდებაო”.
* * *
„გამიგონია, რაც ქვეყანაზე ადამიანია, ყველა ექიმიაო. თუ ავად დაგინახეს, ყველა თავისებურ წამალს გირჩევსო”.
* * *
„ზოგი აკვნიდან ჩამოვა თუ არა, „ბედი” მაშინვე მხარზე დააჯდება. ზოგმა კი, კბილით უნდა გასჭრას კიბის ყოველი საფეხური და მაინც არ იცის, რა იქნება!”
* * *
„უნდა მოერიდოთ ავ ადამიანს – ამ ერთადერთსა და ყველაზე საშიშ მტერს”. – (ავტორი გენია.ჯი)