იძუმი სიკიბუ
იძუმი სიკიბუ - მოღვაწეობდა X საუკუნის დასასრულსა და XI საუკუნის დასაწყისში.იგი გახლდათ დიდი იაპონელი მწერალი,პროზაიკოსი და პოეტი ქალი.სიკიბუს ბიოგრაფიის შესახებ ცნობები ძალიან მწირია,თუმცა ცნობილია,რომ მამა – მასამუნე ოე გუბერნატორი გახლდათ,ხოლო დედა იმპერატორ რეიძეის (950-1011 წლები) კარის სეფე ქალი.იძუმი სიკიბუს ნამდვილი სახელი,დღემდე დაუდგენელია.20 წლის ასაკში დაქორწინდა ტატიბანა მიტისადაზე,რომელიც მოგვიანებით თავად ხდება ხელმძღვანელი “იძუმის” პროვინციისა,საიდანაც მომდინარეობს კიდეც მისი ფსევდონიმი.მათ თანაცხოვრებაში შეეძინათ გოგონა – კოსიკიბუ,რომელიც შემდგომში ასევე ცნობილი პოეტი ქალი ხდება. (ავტორი გენია.ჯი) მალევე მიემგზავრება დედაქალაქში,რა პერიდშიც მეუღლესთან ურთიერთობა ეძაბება,რის შედეგადაც განქორწინდნენ.განქორწინების შემდგომ რომანი გააბა იაპონიის პრინცთან – ტამეტაკასთან (იმპერატორის ვაჟი),თუმცა,მოგვიანებით პრინცი უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა.იძუმის შემოქმედება შედგება პოეზიისაგან,ძირითადად ტანკას ფორმის ლექსებით (იაპონური პოეზიის ფორმა,რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც – “მოკლე სიმღერა”) და დღიურებით,რომელთა შორის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს: “იძუმი-სიკიბუ-ნიკი”,რომელშიც აღწერილი აქვს პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალი.იძუმი,გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ ქორწინდება და ამჯერად მისი ქმარი გახდა – ფუძივარა იასუმასა,რომელიც 1036 წელს გარდაიცვალა.ამ პერიოდის შემდეგ სიკიბუს ბიოგრაფიის შესახებ ცნობილი აღარაფერია.აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ იძუმი სიკიბუს პოეზია იაპონელი ხალხისათვის ერთ-ერთ უსაყვარლეს პოეზიად იქცა და იგი შეყვანილ იქნა: “ოცდათექვსმეტ უდიადეს იაპონელ პოეტთა შორის”.მისი სრული შემოქმედება 1500-მდე ლექს შეიცავს,რომელთაგან მრავალი მათგანი სიმღერადაც კი იქცა. (ავტორი გენია.ჯი)