გურამ გეგეშიძე წერდა…
„ეს ცოდვით სავსე ქვეყანა ეტყობა არავის ტოვებს შეუბღალავად. სანამ ცხოვრობ ნებსით თუ უნებლიეთ მაინც ცოდვილი და დამნაშავე ხდები ვიღაცის წინაშე, მაინც ბრალი მიგიძღვის, მაინც გითრევს ცხოვრება თავის ბედუკუღმართობაში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს, მას არ შეუძლია უყვარდეს ადამიანი, საკუთარი ერის მოძულეს არ შეიძლება უყვარდეს კაცობრიობა”.
* * *
„თანაგრძნობა და მოფერება სუსტს სჭირდება მხოლოდ, ხოლო ძლიერი – თბილი და ნაცნობი მიწიდან ცივი და შეუცნობელი ცისკენ მიისწრაფვის ამირანის მსგავსად, ღმერთს რომ ცეცხლი მოსტაცოს და ღვთიური ცეცეხლის მომპოვებელ კაცს განა სიმარტოვე უნდა აფრთხობდეს?”
* * *
„ყველა ჩაგრული თანაგრძნობის ღირსია”.
* * *
„მშობელს შეუძლია გავლენა მოახდინოს შვილზე, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანზე მოქმედებს დროის სული, და არავის ძალუძს საკუთარი ნება-სურვილით წარმართოს ვისიმე ბედ-იღბალი, რადგან ყველას თავისი ვარსკვლავი აქვს და მისდევს იმ ვარსკვლავს, და რაც კაცს უწერია, იმას წინ ვერ აღუდგები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორი წინააღმდეგობებით არის აღსავსე ცხოვრება, რა რთული, ძნელი, ამოუხსნელი, უთანმიმდევრო და გაუგებარია ადამიანის ბუნება, ავისაგან კეთილს რომ გამოელის და სიკეთის დასამკვიდრებლად ბოროტებას რომ თესავს ხშირას”.
* * *
„მომავალი, ის რაც ჯერ არ მომხდარა, ისევე არსებობს, როგორც წარსული, უკვე მომხდარი”.
* * *
„ამხანაგს უნდა მიხედო, აბა?”
* * *
„გონება სულის საპყრობილეა”.
* * *
„ამ ცისქვეშეთში ყოველი არსი განწირულია და მხოლოდ სიკვდილის ჟამის უცოდნელობა უმაგრებს გულს ადამიანებს”. – (ავტორი გენია.ჯი)