დავით კვიცარიძე წერდა…
„ადამიანი ადამიანს გააჩნია. ჯილაგზეა ეს დამოკიდებული… ზოგი ისეთი ვირია, ნადირზე, მხეცზე უარესი შეიძლება დაგმართოს… მხეცი, ვთქვათ მგელი, რომ გაძღება, მიეგდება ხის ძირას და ქეა იმასავით… არ გერჩის. ერთს შემოგხედავს, ჩაიღრენს… ფუ, ასეთი გამხდარი და გადამწლეული, უჭმელ-უსმელი და უპატიებელი მეორე არ შემხვედრია, ამის მჭლე ხორცით პირის გემოს რავა გავიფუჭებო, ასწევს თათს, – წადი და იღიღინე ამ ქვეყანაზეო…
ადამიანი, ზოგიერთი, რაღა თქმა უნდა, რომ გაძღება სწორედ მერე უნდა შეგჭამოს და გაგათაოს… ადამიანის ნაშობ ვირთაგანს მხარზე ნაჯახი რომ გაუდვია და სიმწრით, შვილივით ნაზარდ ძელქვას შიგ ძირში მოსჭრის, მგელზე უარესია იგი აბა, რა არის?” – (ავტორი გენია.ჯი)