Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„დრო მიდის, აუღერია თავი და მიშტუალობს გემოზე, არავითარი შეყოვნება, არავითარი წუთშესვენება.

მიდის, მიდის, მიდის…

არავის უცდის, არავის არაფერს ეკითხება.

მიდის.

არავის ტუქსავს, არავის აქეზებს და აჩქარებს. არიქა გამოეტიე, გამოადგი ფეხი, თორემ გვიანღა იქნება თითზე კბენანიო.

მიდის, ზოგან ზომიერი, – კაცს რომ შეეხედება და გული შეუდგება, ისეთი ნაბიჯით, ზოგან მგლური ძუნძულით, ზოგან თოხარიკით, ზოგანაც მარულის ცხენივით მიაჭენებს… ერთი წამითაც არ შებორძიკდება.

მიდის, შენ ხარ ჩემი ბატონი და მიათრევს ამხელა ქვეყანას, საით?

„საით და რანაირად?” ამ კითხვებზე თვითონ ქვეყანამ, სამყარომ, მისმა უცვლელმა ხელმწიფემ და გამგებელმა, – დედაბუნებამ გაგვცეს პასუხი, მან და მხოლოდ მან უნდა ჩამოყაროს საანგარიშოს კოჭები, გათვალოს და გაიანგარიშოს დროის სისასტიკე და ულმობლობა, ყელში ამოსული სიკეთენი, მამა-შვილ-დედაშვილობანა, ძმაკაცობანა, რაც დროს ვიღაცთათვის გაუწევია, თავადაც გაქვავდეს დროსთან ერთად და ჩვენც გაგვაქვაოს, გაგვალიგვოს, გაგვასალკდეოს, მერე შეგვიძახოს, შეგვიყვიროს, შეგვიცაცხანოს, ფეხებიც დაგვიბაკუნოს, სახრეც გვიჭიროს და მათრახიც.

გახსოვდეთ დრო!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>