ნოსტრადამუსი – „ეპიზოდი”
ერთხელ ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფმა საყოველთაოდ ცნობილმა ფრანგმა წინასწარმეტყველმა და ალქიმიკოსმა – მიშელ დე ნოტრდამმა (1503-1566 წლები), იგივე – ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა, რომ მასპინძლის პირად საკუთრებაში არსებულ თეთრ გოჭს – მგელი შეჭამდა, ხოლო შავი ფერის მქონე გოჭი კი მათ სუფრაზე აღმოჩნდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მასპინძელმა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაში ეჭვი შეიტანა და იმისათვის რომ მისი წინასწარმეტყველება გაებათილებინა, შავი ფერის გოჭის ნაცვლად, თეთრი გოჭის დაკვლა გადაწყვიტა. მაგრამ, როდესაც მან თეთრი გოჭი მოიძია, აღმოაჩინა, რომ იგი მართლაც მგელს ჰყავდა შეჭმული. შედეგად მასპინძელი იძულებული გახდა არა მხოლოდ შავი გოჭი დაეკლა და მისით გამასპინძლებოდა საპატიო სტუმარს, არამედ თავისი განზრახვაც ეღიარებინა ნოსტრადამუსის წინაშე. – (ავტორი გენია.ჯი)