იცით თუ არა, რომ?!

1. XIX საუკუნის საქართველოში მამაკაცისათვის სახეში ხელის დარტყმა დამრტყმელისათვის დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. მოწინააღმდეგე დამრტყმელს მკერდზე ხელის დარტყმით უნდა დაეჯაბნა. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. დედამიწაზე არსებულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი კონსტიტუცია ინდოეთს გააჩნია. იგი – 117 369 სიტყვისაგან შედგება. ყველაზე პატარა კონსტიტუციით კი ამერიკის შეერთებული შტატები გამოირჩევა, რომელიც სულ რაღაც 4 400 სიტყვისაგან შედგება.

* * *

3. ისტორიის ადრეულ ეტაპებზე გურულებს მწყემსობა სათაკილო ხელობად მიაჩნდათ.

* * *

4. „ჩემი საუკეთესო ნახევარი” – ასე მოიხსენიებდა დიდი ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსი თავის მეუღლეს – კეტრინ ჰოგარტს.

* * *

5. „კაენის აღზევების წლები” – ასე მოიხსენიებენ რიგი ქართველი ავტორებისა 1937 წლის რეპრესიების პერიოდს საქართველოში. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „ბეჭდების მბრძანებლის” სახელოვან ინგლისელ ავტორს – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინს საშინლად სძულდა – ფრანგები.

* * *

7. „გორგური” – ასე მოიხსენიებდნენ ძველ ბერძენი და ძველ რომაელი ისტორიკოსები საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეს – გურიას.

* * *

8. ცოლქმრობის პირობის ქაღალდს ძველ აჭარაში, სადაც ქალის მზითევი იყო ჩამონუსხული – „ახტი” ეწოდებოდა.

* * *

9. ტრაგიკული ბედის მქონე ქართლის მეფეს – ვახტანგ VI-ს, რომელმაც აღსასრული შორეულ ასტრახანში ჰპოვა, განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდა ისეთი მეცნიერებისადმი, როგორიცაა – ქიმია.

* * *

10. „მე არ მეგულება მსოფლიოში მეორე ქალაქი, სადაც ასე ჰარმონიულად იყოს შეხამებული ძველი და ახალი, სადაც ასე ძალუმად იგრძნობოდეს – დედამიწის, ნორჩი ბალახის – ამ დაუბერებელი სიცოცხლის სიმბოლოს – დამათრობელი სურნელება”. – ეს სიტყვები ქუთაისს დიდმა ქართველმა პოეტმა – იოსებ გრიშაშვილმა მიუძღვნა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება