„დამაკვირდი”

„ავი კაცი ან საერთოდ არ უნდა გაანაწყენო, ან… თუ შებედავ – ბარემ ხელიც მოუთავო”. – დავით კვიცარიძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგჯერ როგორ ჩქარობს ადამიანი, უნდა, რომ არა მარტო დღე, კვირა, თვე, წელიწადი თვალის დახამხამებაში გავიდეს. გასარბენი დროის მანძილი მისთვის არაფერია, რადგან იქით ელის სანატრელი წუთი. აი ეს წუთია მთავარი და მნიშვნელოვანი. თითქოს იმ ერთი წუთისათვის ცოცხლობს და არსებობს”. – თენგიზ გოგოლაძე

* * *

„ნათქვამია, თორმეტ კბილს რომ სიტყვა გადმოსცდება, თორმეტ მთას გადაივლისო”. – ალექსანდრე კალანდაძე

* * *

„კმა არს ბოროტისათვის სიბოროტე მისი”. – (ყურანიდან)

* * *

„სულ მასპინძლობა სხვა თუ არაფერი – მოსაწყენიცაა. ჩვენც მიგვიწვიონ, ბატონო, სადმე… გვნახონ, იქნებ სტუმრის როლშიც არ შევირცხვინოთ თავი…” – დავით კვიცარიძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცნი ვართ… ცხოვრებაში ბევრ რამეს ვიძენთ და ბევრსაც ვკარგავთ, ზოგს სად და ზოგსაც სად!..” – თენგიზ გოგოლაძე

* * *

„როცა დავბერდებით და დავუძლურდებით, მაშინღა გაგვახსენდება ხოლმე ღმერთი…” – დავით კვიცარიძე

* * *

„ეს ყოფილა კაცის უკვდავება, როცა მუდამ ახსოვთ, მუდამ მასზე ლაპარაკობენ”. – თენგიზ გოგოლაძე

* * *

„თეთრი ცხენი ბანვით მოკლეს, შავი დაუბანლობითაო”.

* * *

„ვისაც სურს ვარდის მოწყვეტა, არ უნდა შიშობდეს ეკლისგან”. – თენგიზ გოგოლაძე – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>