„მეკობრეთა კოდექსი” – (ეპიზოდი)
ადრეულ საუკუნეებში მოქმედი ეგრეთ წოდებული „მეკობრეთა კოდექსი”-ს დაცვა ზღვაში გასული თითოეული მეკობრისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კოდექსის ერთ-ერთ მკაცრად დასაცავ „მუხლს” წარმოადგენდა ის, რომ გემის ბორტზე მყოფ მეკობრეებს შორის წარმოშობილ კონფლიქტს საზღვაო ხომალდზე იარაღის გამოყენებით დაპირისპირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოჰყოლოდა. გასაკვირი არ არის, რომ ზღვის ყაჩაღებს შორის ხშირი იყო ურთიერთდაპირისპირება. ხშირად საქმე სერიოზულ (ტრაგიკულ) შედეგებამდეც შეიძლება მისულიყო, თუმცა ორ მეკობრეს შორის წარმოშობილ კონფლიქტს სწორედ რომ „მეკობრეთა კოდექსი” არეგულირებდა. ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეს არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდა უფლება ბრძოლა გაემართათ ერთმანეთისათვის საზღვაო ხომალდის ბორტზე. ამისათვის ისინი უნდა დალოდებოდნენ იმ დროს, როცა გემი ხმელეთს მიადგებოდა. მხოლოდ ხმელეთზე გადასვლის შემდგომ ეძლეოდა მათ, სათანადოდ გასწორებოდნენ ერთმანეთს. – (ავტორი გენია.ჯი)