ომარ ხაიამი – „ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული გენიალური სპარსი პოეტისა და ფილოსოფოსის – ომარ ხაიამის (1048-1131 წლები) სახელთან არა მხოლოდ სახელგანთქმული რობაიების დაწერა ასოცირდება, არამედ მის სახელთან ასევე დაკავშირებულია კუბური განტოლებების გამოყვანა (მათემატიკა) და ირანული კალენდრის, იგივე „მზის კალენდრის” შედგენაც. (ავტორი გენია.ჯი) იმ კალენდრისა, რომლითაც, როგორც ოფიციალური კალენდარი, დღემდე სარგებლობს ირანის ისლამური რესპუბლიკა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა. ამ ფენომენალური მეხსიერების, თუმცა კი უხეშსა და ჯინიან კაცს, ისპაჰანში ყოფნის ჟამს 7-ჯერ წაუკითხავს რომელიღაც წიგნი, რომელიც შემდგომ დაუზეპირებია. ნიშაპურში დაბრუნებისთანავე ომარს ის წიგნი თავისი შესაშური მეხსიერების წყალობით გადაუწერია, და, როდესაც იგი ორიგინალი ვერსიისათვის შეუდარებიათ, აღმოუჩენიათ, რომ მათ შორის არსებითი სხვაობა ფაქტობრივად არ არსებულა. ალბათ აქ გასაკვირი არაფერი იქნება, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მან სულ რაღაც 8 წლის ასაკში იცოდა ყურანი ზეპირად. იგი სამწუხაროდ, ისე აღესრულა, რომ არასოდეს დაქორწინებულა და არ დაუტოვებია შთამომავლობა. – (ავტორი გენია.ჯი)