ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი – „ეპიზოდი”
ერთხელ სახელოვანი გერმანელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური – ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტი (1769-1859 წლები) ნაცნობ ფრანგ ფსიქიატრს ეწვია ბინაზე, რა დროსაც სტუმარმა მასპინძელს სთხოვა, მითვის თავისი რომელიმე ფსიქიკურად შერყეული პაციენტი ეჩვენებინა. (ავტორი გენია.ჯი) მასპინძელმა საპატიო სტუმარს მოუბოდიშა, დღეს ეს შეუძლებელიაო, თუმცა ამ მიზნით იგი მეორე დღისათვის მიიპატიჟა თავისთან სადილზე. მეორე დღეს, დათქმულისამებრ, ჰუმბოლდტი კვლავაც ეწვია ფსიქიატრს. საგულდაგულოდ გაწყოფილ სუფრასთან გარდა მასპინძლისა და ალექსანდერისა, სტუმრისათვის ორი უცნობი მამაკაციც იჯდა. ერთი მათგანი წყნარი, ჩაფიქრებული და მდუმარედ იმყოფებოდა. აი, მეორე მათგანი კი, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა, დაძაბული ლაპარაკობდა ჟესტიკულაციებით და ერთი თემიდან მეორე თემაზე შეუსვენებლივ გადადიოდა. როგორც კი სადილი დამთავრდა, ერთმა მათგანმა, რომელსაც ხმა არ ამოუღია მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოწიწებით დაემშვიდობა მასპინძელსა და ალექსანდერს, ხოლო მეორე მათგანი კი, კარებში გასვლის დროსაც არ წყვეტდა საუბარს. ჰუმბოლდტმა შეშლილად სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნია და, როდესაც მარტო დარჩნენ, ფსიქიატრს უთხრა:
„ – შენმა შეშლილმა პაციენტმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან მე ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა.
- რით მოგანიჭათ სიამოვნება? მას ხომ ხმა საერთოდ არ ამოუღია? – გაუკვირდა მასპინძელს.
- ეს შეუძლებელია! აბა, ვინ იყო ის ენთუზიაზმით აღსავსე ბატონი?
- ის, ჩემო ბატონო, ონორე დე ბალზაკი გახლდათო”. – მიუგო ფსიქიატრმა გაოგნებულ ჰუმბოლდტს. – (ავტორი გენია.ჯი)