დავით კვიცარიძე წერდა…
„უცოდველი რომელი ბრძანდებით ამ ქვეყანაზე, დამენახეთ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცს ფეხზე მდგომს, ცოცხალს, მოძრავსა და მოქმედს ყველაფერი შეიძლება შეემთხვას, მთავარია უმძიმეს წუთებში სულით არ დაეცეს, არ გაფუჭდეს, კაცუნად არ გადაიქცეს და არაკაცური რამ არ იკადროს”.
* * *
„მეტის ცოდნა ჰქმნის გასაჭირს”.
* * *
„სინდისის ქენჯნა? დიდებული გრძნობაა, თუმცა ყოველთვის დაგვიანებული”.
* * *
„ეჰ, ღმერთო, ღმერთო, ეგ რა გული ჩაუდგი შენს გაჩენილ ადამიანებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის თვალი სეირის საყურებლად უფროა მომარჯვებული…”
* * *
„ქება არავის არ სწყინს”.
* * *
„ჩემი თაობის დიდი ნაკლი ისაა, რომ ჩვენ გვაკლია ან სულაც არ გაგვაჩნია პრაქტიკული აზროვნების უნარი, ვერა და ვერ ვისწავლეთ ჭკუა, ვერ მოვაწყვეთ ჩვენი ცხოვრება ის, როგორც გვეკუთვნის, როგორც დავიმსახურეთ”.
* * *
„ჭიქა ღვინოს რაცხა მოყობა კი იცით თქვენ… ჩვენებური კაცი თუ დეილოცა, ზედვე ორ სახარებას მოაყოლებს, სათქმელს პირზე შეგაციებს… სახარება, ჩემო ბატონო, ჩემგან არაფერი გესწავლებათ და იმდენია, რამდენსაც მეიგუნებებ”.
* * *
„ნეტავი იმას, ვინც ახალგაზრდობაში ბეწვის ხიდზე წანწალს გადაურჩება”. – (ავტორი გენია.ჯი)