ზიგმუნდ ფროიდი – „ეპიზოდი”
ერთხელ ბერლინის ქუჩებში კოლეგასთან ერთად მოსეირნე ფსიქოანალიზის ფუძემდებელი დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი – ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939 წლები), ერთ-ერთი სახლის ფასადზე გაკეთებულ დაფას გადააწყდა, რომელზედაც შემდეგი წარწერა იყო დატანილი: „ექიმი ჰეროდე”. შეხედა თუ არა თავისი გონებამახვილობით გამორჩეულმა ზიგმუნდმა აღნიშნულ წარწერას, უმალვე მრავლისმეტყველად შენიშნა – „იმედი მაქვს, ეს ექიმი ბავშვების მკურნალობაზე არ გადის პრაქტიკასო”. (ჰეროდე ხომ ის ავადსახსენებელი მეფე იყო ისრაელისა, ვინაც უმოწყალოდ გააჟლეტინა 2 წლამდე ასაკის მქონე ჩვილები იესოს მოსპობის იმედით). – (ავტორი გენია.ჯი)