იცით თუ არა, რომ?!
1. ანტიკური ხანის საბერძნეთში მსახიობებს სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით წარდგომა კატეგორიულად ეკრძალებოდათ, რადგან ისინი პროფესიონალ ცრუპენტელებად იყვნენ მიჩნეულნი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. 1666 წელს ლონდონში გაჩენილ საშინელ ხანძარს 13 200 სახლი და 87 ეკლესია (მათ შორის წმინდა პავლეს ტაძარი) შეეწირა. დაიღუპა 8 ადამიანი და უსახლკაროდ დარჩა 70 000 ლონდონელი.
* * *
3. XIX საუკუნეში ბრიტანელ ჯარისკაცებს ულვაშის მოპარსვა ეკრძალებოდათ.
* * *
4. მეცნიერება, რომელიც ხილის შესწავლით არის დაკავებული – „პომოლოგია” ეწოდება.
* * *
5, ზოოლოგთა მტკიცებით, ფუტკრებს ზღვის დონიდან 9 000 მეტრ სიმაღლეზეც კი ძალუძთ ფრენა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ჟირაფის ენის სიგრძემ შესაძლოა 45 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს.
* * *
7. ყველაზე მეტად ორანგუტანგებს საკვებად – მანგო უყვართ.
* * *
8. „რუსული ლიტერატურის მზედ” წოდებული ალექსანდრე პუშკინის სიმაღლე სულ რაღაც 166 სანტიმეტრი გახლდათ. იმისათვის რომ, მას თავისი დაბალი სიმაღლის კომპენსირება მოეხდინა, იგი ყოველთვის მაღალი, ხშირ შემთხვევაში, 24 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ცილინდრს ატარებდა.
* * *
9. სულ დედამიწაზე 60 სახეობის არწივია გვრცელებული. ყველაზე დიდი რაოდენობით ისინი ევრაზიისა და აფრიკის კონტინენტებზე არიან გავრცელებული.
* * *
10. პირველი ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საკანალიზაციო სისტემა იქნა გაყვანილი 1850-იან წლებში – ჩიკაგოა. – (ავტორი გენია.ჯი)