თედორე დოსტოევსკი – „ეპიზოდი”
აზარტული თამაშების, კერძოდ კი „რულეტკის” ფანატიკურად მოყვარული გენიალური რუსი მწერალი - თედორე დოსტოევსკი (1821-1881 წლები), სულ ორჯერ იყო დაქორწინებული თავისი ცხოვრების განმავლობაში. (ავტორი გენია.ჯი) პირველ ჯერზე მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსმა 34 წლის ასაკში იქორწინა მარია ისაევაზე. თუმცა მათი ქორწინების საიმედოობა პირველივე საქორწინო ღამეს დადგა დიდი კითხვის ქვეშ, რადგან იმ ღამით დოსტოევსკის ეპილეფსიური შეტევა განუვითარდა. შედეგმაც არ დააყოვნა: წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს.
მეორედ დოსტოევსკიმ მასზე 25 წლით უმცროს სტენოგრაფისტ ქალზე – ანა სნიტკინაზე იქორწინა. ამჯერად მისი ქორწინება ბევრად უფრო იღბლიანი აღმოჩნდა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ეს ურთულესი და დესპოტური ხასიათის მქონე ლიტერატორი სრულად გადომინირდა თავის ახალგაზრდა მეუღლეზე. ის კი არა და, მან სპეციალურად შეადგინა ქცევის წესები ანასათვის, რომლებიც ქალს უცილობლად უნდა დაეცვა და აკი იცავდა კიდეც. ასე მაგალითად: ანას კატეგორიულად ეკრძალებოდა მამაკაცების კომპანიაში გაცინება; იგი ყოველთვის უნდა ყოფილიყო ისე შემოსილი, რომ სხვა მამაკაცების ყურადღება არ მიეპყრო; დოსტოევსკიმ ცოლს კატეგორიულად აუკრძალა ყოველგვარი კოსმეტიკის გამოყენება და ასე შემდეგ…
ამიტომაც არ მოუწყვია დოსტოევსკის მეუღლეს სკანდალი ქმრისათვის, როდესაც გაიგო, რომ მისმა ქმარმა არა მარტო საქორწინო ბეჭედი, არამედ საქორწინო კაბაც გაუყიდა. მათში აღებული ფულით თედორემ თავისი აზარტული მისწრაფებები დაიკმაყოფილა.
„ჩემი მეგობრები მარწმუნებენ, რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე დოსტოევსკის ცოლი გავხდი, ძალიან დავბერდი. ამიტომაც მირჩევენ ისინი, საკუთარი თავისაც დავუთმო თუნდაც მცირეოდენი დრო”. – განაცხადა ერთხელ თედორეს თანამეცხედრემ.
მიუხედავად ზემოაღნიშნულია, მაინც ვერავინ იტყვის, რომ მწერალს თავისი ცოლი არ უყვარდაო. პირიქით, დოსტოევსკის მთელი ძალით უყვარდა ანა. თუმცა მისი უხიაგი ხასიათიდან გამომდინარე, სათანადოდ ვერ უფრთხილდებოდა მის ნერვებს.
დოსტოევსკების წყვილმა ხანგრძლივად თანაიცხოვრა ერთად. გარდაცვალების წინ, თედორემ ანას ხელები თავის ხელებში მოიქცია და შემდეგი სიტყვით მიმართა მას: „ – გახსოვდეს, ანა, რომ მე ყოველთვის მიყვარდი შენ და არასოდეს მიღალატია შენთვის, ფიქრებშიაც კი”. – (ავტორი გენია.ჯი)
ანა სნიტკინა-დოსტოევსკაია