„დამაკვირდი”

„ძნელია ყოველგვარი მარცხი, რა საქმეშიც არ უნდა იყოს”. – თენგიზ გოგოლაძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრება თვითონაა უპირველესი და უდიდესი მასწავლებელი…” – დავით კვიცარიძე

* * *

„ის, რაც შეიძლება დღეს არაჩვეულებრივ რამედ გეჩვენებოდეს, ხვალ შეიძლება ძალზე ჩვეულებრივი რამ გახდეს”. – გურამ გეგეშიძე

* * *

„სიკვდილი თავზე რომ დაგადგება, ერთი მაინც უნდა იყვირო, თუ შეგიძლია, ზეაღიმართო, საწოლის თავს ჩაეჭიდო, ფეხები გააბარჯგინო, შეუძახო უნდა სიკვდილს. რას ჰქვია, მშვიდად უნდა შეხვდე. რომელი ერთ საათს გადასაპატიჟებლად მოსული ნათლიმამა ეგ არი, სამუდამოდ მიყავხარ ამ ქვეყნიდან. საით მიყავხარ? მოუსავლეთში, შავეთში, გადასაშენებლად, გასაქრობად, ჭია-ღუის დასაჭმელად”. – რევაზ მიშველაძე

* * *

„ზოგიერთს ჯერ ღელეში ფეხი არ დასველებია და გემის კაპიტნობაზე უყოყმანოდ დაგეთანხმებიან”. – დავით კვიცარიძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბავშვური სლუკუნი დიდებსაც სცოდნიათ”. – თენგიზ გოგოლაძე

* * *

„ამქვეყნად ყოველივე ღვთის ნებით ხდება და ეს რომ ირწმუნოს კაცმა, მაშინ აღარც დამნაშავე იარსებებს და აღარც უდანაშაულო. მაშინ ვერავის მოთხოვ პასუხს. მაგრამ სად ნახავ განგებას მინდობილ კაცს, რომელიც არ ეძებდეს მიზეზს და პასუხს?” – გურამ გეგეშიძე

* * *

„იდიდოს, ღმერთო, შენმა სახელმა, რას არ მოესწრება კაცი?!” – გურამ გეგეშიძე

* * *

„სწავლა აუცილებელია, ცოდნა ადამიანისათვის დიდი იარაღია”. – თენგიზ გოგოლაძე

* * *

„თავდადება ყველა საქმეს სჭირდება”. – დავით კვიცარიძე – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>