უჩვეულო ოსმალური ტრადიცია – „ეპიზოდი”
გარდა ესთეტიკური დანიშნულებისა, ბუნების ერთ-ერთ უმშვენიერეს თვამარგალიტებს – ყვავილებს, ოსმალეთის იმპერიაში სხვა, მეტად მნიშვნელოვანი დანიშნულებაც გააჩნდათ. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით კი იმ ყვავილებს, რომლებიც ამა თუ იმ სახლის სარკმლის რაფაზე იყო განთავსებული. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად, თუკი რომელიმე ოჯახს ფანჯრის რაფაზე ყვითელი ფერის ყვავილები ჰქონდა გამოფენილი, ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ იმ ოჯახში მძიმედ ავადმყოფი ცხოვრობდა. ასეთი ჟღალი ფერის მქონე ყვავილებს მასპინძლები იმიტომ ანთავსებდნენ სარკმლებთან, რომ მათ სახლთან გამვლელებს „უხმაუროდ” ჩაევლოთ სახლის წინ, რათა ავადმყოფი თავიანთი ხმაურით არ შეეწუხებინათ; სარკმელთან განთავსებული წითელი ფერის ყვავილები მაუწყებელი იყო იმისა, რომ ოჯახში გაუთხოვარი გოგონა (ქალი) ცხოვრობდა. შესაბამისად, ეს ჟესტი პოტენციური საქმროების მიმართ იყო განკუთვნილი; სხვა ფერის ყვავილებს ოსმალები იმ შემთხვევაში აწყობდნენ ფანჯრებთან, თუ მათ ოჯახში პატარა ბავშვი ცხოვრობდა. ეს მანიშნებელი იყო იმისა, რომ ასეთ სახლთან გამვლელებს სრული სიმშვიდე დაეცვათ და მყუდროება არ დაერღვიათ პატარასათვის.
განსაკუთრებული პატივისცემითა და თაყვანისცემით ოსმალები მაინც ტიტას ექცეოდნენ. თუმცა-კი იგი ოსმალეთის სულთნის ძალაუფლების სიმბოლოდ იყო მიჩნეული და შესაბამისად, ტულპანის ტარების უფლება და პრივილეგია მხოლოდ და მხოლოდ ოსმალეთის იმპერიის მმართველი დინასტიის წარმომადგენლებს ენიჭებოდათ. – (ავტორი გენია.ჯი)