“კაბარე ვოლტერი”
“კაბარე ვოლტერი” - გახლავთ ინტელექტუალური,ლიტერატურული და ავანგარდული მიმდინარეობის: “დადაიზმის”,დაარსების ლეგენდარული ადგილი (კაფე),რომელიც ერთგვარად წარმოადგენდა არა მარტო ლიტერატურულ კულტურულ ცენტრს,არამედ თეატრსაც კი.იგი მდებარეობს შვეიცარიის ულამაზეს ქალაქ ციურიხში (შპილგელჰასეზე).აღნიშნული კაფე დაარსებულ იქნა ცნობილი გერმანელი პოეტის,დრამატურგისა და დადაიზმის ფუძემდებლის – ჰუგო ბალის (1886-1927 წლები),მიერ 1916 წელს. (ავტორი გენია.ჯი) “კაბარე ვოლტერის” კედლებს ამსვენებდა ისეთი გენიოსების ნახატები,როგორებიც გახლდათ: ამადეო მოდილიანი,პაბლო პიკასო,ავგუსტ მაკე,ფილიპო ტომაზო მარინეტი და სხვა დიდი მხატვრები.კაფეს სტუმრებდნენ: ტრისტან ცარა,ჟან არპი,მარსელ იანკო და სხვა გამოჩენილი ხელოვანები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნულ კაფეში ხშირად დადიოდა “კომუნიზმის ბელადი” ვლადიმერ ილიასძე ლენინი,რომელიც ხშირად ეთამაშებოდა ჭადრაკს ტრისტან ცარას.ეს ის პერიოდია,როდესაც 1916 წელს ლენინი,მეუღლესთან ნადეჟდა კრუბსკაიასთან ერთად ჩავიდა ციურიხში და ამავე ქუჩაზე (შპილგელჰასეს N 14) ცხოვრობდნენ მეწაღე კამერერას მიერ მიქირავებულ ოთახში.დღესდღეობით კაბარეს დირექტორი გახლავთ ადრიან ნოტცი,რომელიც აქტიურად ეწევა პოპულარიზაციას “დადიზმისა”.”კაბარე ვოლტერი” ერთ-ერთი უსაყვარლესი თავშეყრის ადგილი გახლდათ და დღესაც გახლავთ ხელოვანთათვის,მითუმეტეს “დადაიზმის” მიმდევართათვის. (ავტორი გენია.ჯი)