აგათა კრისტი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი დეტექტივების მწერალი ქალის – აგათა კრისტის (1890-1976 წლები) მშობელი დედა – კლარისა (კლარა) მილერი, ფსიქიკური აშლილობის მეტად უცნაური ფორმით დაავადებული ქალი გახლდათ და ერთობ უჩვეულო ხასიათითაც გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი პატარა ქალიშვილს არა მხოლოდ კატეგორიულად უკრძალავდა წიგნების კითხვას, არამედ მას საერთოდ არ სურდა, მის უმცროს გოგონას 18 წლამდე საერთოდ კითხვაც კი შეესწავლა (არა და ამ დროს, თავად კლარა, შესანიშნავი მთხრობელი იყო). კლარისა მიიჩნევდა, რომ წიგნების კითხვა ყველაზე გამოუსადეგარი რამ გახლდათ მომავალი ლედისათვის. მიუხედავად დედის მხრიდან გაწეული დიდი წინააღმდეგობისა, კითხვას მოწყურებულმა და მიზანსწრაფულმა აგათამ კითხვა მამის დახმარებით (კლარასაგან მალულად) მაინც შეისწავლა 5 წლის ასაკში. სწორედ იმ პერიოდში ეზიარა პირველად კრისტი ცნობილი ინგლისელი საბავშვო მწერლის – ედიტ ნესბიტის ისეთ ლიტერატურულ ქმნილებებს, როგორებიც არის – „განძის მაძიებელთა ისტორია” და „რკინიგზის ბავშვები”. გარდა ამისა, პატარა აგათა გაეცნო ამერიკელი მწერალი ქალის – ლუიზა მეი ოლკოტის რომანსაც – „პატარა ქალები”. – (ავტორი გენია.ჯი)