ფრანც შუბერტი – „ეპიზოდი”

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შემოქმედების მაღმერთებელი გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი – ფრანც შუბერტი (1797-1828 წლები) ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, ვინაც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი არა მხოლოდ უკანასკნელ გზაზე გააცილა, არამედ მისი კუბო საკუთარი მხრებითაც კი ატარა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, ამ გენიალურმა მუსიკოსმა, რომელიც ავტორი გახლდათ 1 200-მდე მუსკალური ნაწარმოებისა, ანდერძად დაიბარა, გარდაცვალების შემდგომ ლუდვიგის გვერდით დამასაფლავეთო. თუმცა სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამოისობით, 31 წლის ასაკში მუცლის ტიფის შედეგად გარდაცვლილი შუბერტის უკანასკნელი თხოვნის ეს ნაწილი იმ პერიოდში ვერ აღასრულეს. სამაგიეროდ, მოგვიანებით, ათწლეულების გასვლის შემდგომ იქნა ავსტრიელი კომპოზიტორის ანდერძი აღსრულებული, და დღეს, ის და ბეთჰოვენი გვერდიგვერდ განისვენებენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>