ფრანსუა I ვალუა – „ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფის – ფრანსუა I ვალუას (1494-1547 წლები) სახელგანთქმული მასხარა – ტრიბულე, არა მხოლოდ მახვილგონიერებით იყო გამორჩეული, არამედ განსაკუთრებული მახვილსიტყვიერებითაც. (ავტორი გენია.ჯი) იტალიაში ლაშქრობის წინ ფრანგ მონარქს სამეფო კარის მრჩევლები სხვადასხვა რჩევებს აძლევდნენ. ყოველივე ამას თვალ-ყურს ტრიბულეც ადევნებდა. ერთ-ერთი აუდიენციის დასრულების შემდგომ, რომელიც იტალიაში ლაშქრობას შეეხებოდა, თავისი პირდაპირობით გამორჩეულმა მასხარამ ფრანსუას შემდეგი რამ უთხრა -„სერ, თქვენი მრჩევლები, ჩემის აზრით, უბრალოდ – სულელები არიან. ისინი განიხილავენ იმას, თუ რა გზით შეიჭრათ იტალიაში, თუმცა ერთ სიტყვასაც კი არავინ გეუბნებათ იმაზე, თუ რა გზით უნდა გამოხვიდეთ იქიდანო”.
P.S. ცნობისათვის, სწორედ ფრანსუა I ვალუა იყო ის მონარქი, ვინაც სიკვდილის წინ წარმოთქვა ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვა: „უფალო ჩემო, რაოდენ მძიმე ყოფილა მეფის გვირგვინი, რომელზედაც ადრე ვფიქრობდი, რომ ღვთის საჩუქარი იყო ჩემთვის!” – (ავტორი გენია.ჯი)
ტრიბულე