მერი შელი – „ეპიზოდი”

„ფრანკენშტაინის” ავტორმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა – მერი ვოლსტოუნკრაფტ გოდვინმა (1797-1851 წლები) თავისივე მსგავსად თავისუფლად მოაზროვნე რადიკალი ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი – პერსი ბიში შელი საკუთარ სახლში, 16 წლის ასაკში გაიცნო.  (ავტორი გენია.ჯი) ქერათმიანმა და სანდომიანმა მერიმ ცოლშვილიანი პერსი იმთავითვე მოხიბლა. მცირეოდეხნიანი ურთიერთობის შემდეგ, შეყვარებულებმა შეხვედრა სასაფლაოზე დაუთქვეს ერთმანეთს. მას შემედგ ისინი სასაფლაოზე ხშირად ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. ეს ის სასაფლაო გახლდათ, სადაც მერის დედა იყო დაკრძალული. და რაოდენ ამაზრზენი და გაუგონარიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ სწორედ იქ, მერის დედის საფლავზე განახორციელა წყვილმა უაღრესად ამორალური ქმედება: მერი ვოლსტოუნკრაფტ გოდვინმა დედის საფლავზე დატოვა თავისი უბიწოება – ქალიშვილობა.

მოგვიანებით წყვილი დაქორწინდა, თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა: პერსი ბიში შელი საზღვაო კატასტროფას ემსხვერპლა. გარდაცვლილის ცხედარი ათდღიანი ძებნის შედეგად აღმოაჩინეს. მეუღლის პირადი ინიციატივით, პერსის ცხედრიდან მედიკოსებმა გული ამოიღეს და მას შემდეგ იგი მას აღარც განშორებია სიკვდილამდე: ამ უცნაური თვისებების მქონე ლიტერატორ ქალს ქმრის გული მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში ჰქონდა შენახული მინისაგან დამზადებულ სპირტიან ქილაში.

„ის რვა წელიწადი, რაც მე მასთან ერთად ვიცხოვრე, მთელ ჩემს ცხოვრებად ღირდაო”. – წერდა მოგვიანებით უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ახალგაზრდა ქვრივი ქალი. – (ავტორი გენია.ჯი)

პერსი ბიში შელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>