ნერონი – „ეპიზოდი”
უკიდურესი სადიზმით ცნობილი – ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (37-68 წლები), იგივე – ნერონი, თვითმკვლელობის შემდეგ არავის დაუტირია. ან ვინ დაიტირებდა ამ ავადსახსენებელ მბრძანებელს, როდესაც მისი ბრძანებით თითქმის მთელი სანათესაო იქნა გაწყვეტილი თავისი ოდიოზური მმართველობის ჟამს. (ავტორი გენია.ჯი) მან სასიკვდილოდ გასწირა დედა და დეიდა; დაუნდობლად სცემდა ფეხმძიმე ცოლს; „ცოცხალ ჩირაღდნებად” იყენებდა ძელზე გასმულ ქრისტიანებს; აწყობდა მასობრივ დასჯებს მოსახლეობისა; თავის უზარმაზარ „ოქროს სასახლეში”, რომლის შესასვლელშიაც მისი უზარმაზარი, 37 მეტრი სიმაღლის მქონე ქანდაკება იყო განთავსებული, აწყობდა აღვირახსნილ ორგიებს; სიკვდილი (თვითმკვლელობის გზით) მიუსაჯა მის გენიალურ აღმზრდელს, დიდ ძველ რომაელ ფილოსოფოსს – ლუციუს ანეუს სენეკას, რომელიც იმ დროისათვის 70 წლის ასაკში იმყოფებოდა…
მას შემდეგ, რაც სენეკასათვის ცნობილი გახდა თავისი აღზრდილი იმპერატორის მიერ მისთვის გამოტანილი გამაოგნებელი განაჩენი, ფილოსოფოსმა ვენები გადაიხსნა. ვენებგადახსნილი სწავლული კი, რომელიც ნელი სიკვდილით ეცლებოდა ამიერს, თავის მსახურს ნერონისათვის გადასაცემ წერილს კარნახობდა: „იყავი სამართლიანი. ნუ გამოიყენებ ძალაუფლებას დაუფიქრებლად. იცოდე, რომ განუსაზღვრელი ძალაუფლება რყვნის ადამიანს”. – თუმცა ამ დროს ნერონი უკვე მონსტრად, ურჩხულად ქცეულოყო უკვე. სენეკამ ძალიან დააგვიანა… – (ავტორი გენია.ჯი)