რატომ ეწოდა – „ბახმარო?!”
საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში – გურიაში არსებული სახელგანთქმული მაღალმთიანი კურორტის – ბახმაროს შესახებ ხალხში დარჩენილია ერთი ტრაგიკული, თუმცა კი ერთობ რომანტიკული ამბავი, რომელიც მის სახელწოდებას უკავშირდება. (ავტორი გენია.ჯი) ერთ აჭარელს გურიაში ერთი ლამაზი ქალი შეყვარებია, რომელიც შემდგომ მოუტაცნია. იმ მშვენიერ ლამაზმან გურულ გოგონას სახელად – მარო რქმევია. ქალის მომტაცებელს, რაღა თქმა უნდა, კვალში მდევრები ჩასდგომიან და ხანგრძლივი დევნის შედეგად დასწევიან კიდევაც სწორედ ბახმაროსთან. აჭარელ საქმროს გადაუწყვეტია, ეს არის, წამართმევენ ჩემი გულის სწორსო და რაკი მისი ალერსითა და სიყვარულით მე ვერ დავსტკბები, ნურც სხვა გაიხარებსო. შედეგად, ეგოისტ არშიყ კაცს თავისი მშვენიერი ტყვე მოუკლავს და მდევართათვის ოსმალურ ენაზე შეუძახნია: „ბახ” („ნახეთ”) „მაროი” (ქალი სახელი) და აწი რაც გინდათ, ის უყავითო. მაშასადამე, აი, მოვკალი და მიდით, ნახეთო. მოგვიანებით, ეს ორი სიტყვა – „ბახ” (ნახეთ) და ქალის სახელი – „მარო” გაუერთიანებია გონიერ ქართველ ხალხს და მას შემდეგ ამ უმშვენიერესი ადგილისათვის – „ბახმარო” უწოდებიათ. – (ავტორი გენია.ჯი)