როკუელ კენტი – „ეპიზოდი”
„ყველაზე საბჭოთა ამერიკელი მხატვარი”. – ასე მოიხსენიებდნენ სახელგანთქმულ ამერიკელ მხატვარსა და საზოგადო მოღვაწეს – როკუელ კენტს (1882-1971 წლები) მისი თანამედროვეები. მრავალი წლის მანძილზე იგი ერის საამაყო შვილად მიიჩნეოდა და სათანადო პატივსაც მიაგებდნენ მას. (ავტორი გენია.ჯი) ის რომ, როკუელი სოციალისტური პარტიის წევრს წარმოადგენდა და ღიად გამოხატავდა თავის სიმპათიას საბჭოთა კავშირის მიმართ, ამერიკული პუბლიკა დიდხანს პატიობდა ხელოვანს. მაგრამ მას შემდეგ, რაც „მაკარტიზმის პერიოდი” დადგა ამერიკაში, იგი კომუნისტად გამოაცხადეს. შედეგად, მისი წიგნები გაქრა ბიბლიოთეკათა თაროებიდან. მისთვის დაიხურა მუზეუმებისა და გალერეების კარებები. ასე რომ ვთქვათ, 60 წლის ასაკში მყოფი კენტის, ამ შესანიშნავი მხატვრის დიდების ნაკვერჩხალმა ნელ-ნელა იწყო ქრობა. ამბობენ, უბედურებამ მარტო არ იცის მოსვლაო, და ასევე მოხდა მის შემთხვევაშიც. 1969 წელს როკუელის სახლს მეხი დაეცა, რამაც ხანძრის გაჩენა და მისი საცხოვრებლის დიდი ნაწილის გადაწვა გამოიწვია. შედეგად განადგურებული იქნა ხელოვანის სახლში დავანებული უამრავი იშვიათი წიგნი, უნიკალური ნივთები და მხატვრის ბრწყინვალე ქმნილებები.
მიუხედავად თავს დატეხილი ქარიშხალისა და მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, პროფესიით არქიტექტორმა კენტმა სულის გასაოცარი სიმტკიცე გამოიჩინა და ხანძრის გაჩენიდან მეორე დილასვე დაიწყო ახალი სახლის მშენებლობა ძველ ფუნდამეტზე. სულით უტეხმა ხელოვანმა თავისი ახალი სახლის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაასრულა. იმ დროს როკუელი 86 წლის ასაკში იმყოფებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, როკუელ კენტი ლადო გუდიაშვილის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო. „მე შემიყვარდა საქართველო ლადოს შემოქმედების წყალობით. მე აღფრთოვანებული ვარ ჭეშმარიტი ხელოვნებით, ამ დიდი ოსტატის შემოქმედებითო”. – წერდა თავის დროზე ამერიკელი მხატვარი.