ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის იმპერატორს - ნაპოლეონ ბონაპარტს თანამოაზრეებთან ერთად ხშირად ჩვეოდა ხოლმე „ინკოგნიტოდ” პარიზის მივარდნილ ქუჩებში გასვლა და ხეტიალი. ერთ დღეს იგი თავის სიძესთან, არმიის მარშალთან – იოაჰიმ მიურატთან ერთად გავიდა. ხანგრძლივ ხეტიალში მათ შემოაღამდათ. შედეგად ისინი იძულებული გახდნენ ერთ-ერთ სასტუმროში გაეთიათ ღამე. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად შენიღბვისა, სასტუმროს მეპატრონემ იცნო იმპერატორი და სათანადოდ გაუმასპინძლდა საპატიო სტუმრებს. დაძინების წინ, ქუდი, რომელიც ბონაპარტს ეხურა თავზე, მასპინძელმა დერეფანში სპეციალურად მაღალ საკიდზე დაკიდა, რათა შეცდომით სხვა სტუმარს არ წაეღო იგი.
მეორე დილით ნაპოლეონმა და მიურატმა ადრეულადვე გადაწყვიტეს სასტუმროს დატოვება, რათა გარეშე თვალს არ ეხილა ისინი. გასვლის წინ ნაპოლეონი, რომლის სიმაღლეც 169 სანტიმეტრი იყო, ვერაფრით მისწვდა მაღალ საკიდარზე დაკიდებულ თავის ქუდს. ერთობ მაღალი სიმაღლის მქონე მიურატი, რამდენიმე ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალს ნაპოლეონის „საცოდაობას” და, როდესაც დაასკვნა, რომ დაბალი სიმაღლის მქონე იმპერატორი ვერაფრით შეწვდებოდა მას, ბონაპარტს შემდეგი წინადადებით მიმართა:
„ – თქვენო უდიდებულესობავ! შეიძლება დაგეხმაროთ? რაც არ უნდა იყოს, მე ერთი თავით მაღალი ვარ თქვენზე”.
როგორც ჩანს ამაყი ნაპოლეონი იოაჰიმის სიტყვამ ძალიან გაანაწყენა, რაც მის პასუხშიც კარგად ჩანს: „ – ჯერ ერთი, მიურატ, თქვენ ჩემზე მაღალი კი არა, გრძელი ხართ. და მეორეც: ამ ხარვეზის გამოსწორება მარტივად არის შესაძლებელიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
იოაჰიმ მიურატი