პაბლო ესკობარი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონისა და ტერორისტისათვის - პაბლო ესკობარისათვის (1949-1993 წლები), რომელსაც ცხოვრება ეგრეთ წოდებული – „ლა-ვიოლენსიას” ეპოქაში მოუხდა (10 წლიანი შეიარაღებული კონფლიქტები, პოლიტიკური მღელვარებები და უკიდურესი სიღატაკე), მორალზე მაღლა იმთავითვე ფული იდგა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის რომ, თავი დაეღწია გაჭირვებისათვის, იგი ყველაფრისათვის, აბსოლუტურად ყველაფრისათვის იყო მზად. მათ შორის ყოველგვარი ამორალური და ამაზრზენი ქმედებებისთვისაც კი… რითაც დაიწყო კიდეც მისი „აღმასვლა” დამნაშავეთა სამყაროში. პირველი დანაშაულებები, რაც ესკობარის სახელთან ასოცირდება, მართლაც რომ ამორალურობის „ზენიტი” გახლდათ: მოზარდმა პაბლომ ადგილობრივ სასაფლაოებზე სპეციალური მიზნით მოუხშირა სიარულს. ასეთი გასვლების დროს, იგი „ზვერავდა” მარმარილოსა და სხვა ძვირადღირებული ქვებისაგან დამზადებულ საფლავის ქვებს. საღამოობით კი, კვლავაც სტუმრობდა სასაფლაოებს და წინასწარ შერჩეულ საფლავის ქვებს ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე იპარავდა. შემდეგ მათზე გამოსახულ სურათებსა და წარწერებს დიდი გულისყურით შლიდა და ბოლოს, „გასუფთავებულ ნაწარმს” პანამელ კონტრაბადისტებზე ჰყიდდა.
აი, ასეთი ამაზრზენი, არაადამიანური და არაკაცური მეთოდით შედგა ფეხი თავდაპირველად ესკობარმა დამნაშავეთა სამყაროში. იმ ღარიბ-ღატაკმა ესკობარმა, რომელმაც 22 წლის ასაკში იწინასწარმეტყველა, რომ ოდესღაც უცილობლად გახდებოდა – მილიონერი. აკი გახდა კიდეც… მაგრამ, ვაი, ისეთ გამემილიონერებას… – (ავტორი გენია.ჯი)