ამონარიდები ოშო-ს წიგნიდან – „მდოგვის მარცვალი”
„შენ თუ ეკლესიისაკენ მიმავალი გზაც კი არ იცი, ღვთისაკენ მიმავალი გზისა რა გეცოდინება?” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეგიძლიათ ჯვარს აცვათ იესო, მაგრამ მას ვერ უგულებელყოფთ”.
* * *
„ბრძენი იმდენივე შეცდომას უშვებს, რამდენსაც – სულელი, ზოგჯერ შეიძლება მასზე მეტი შეცდომაც დაუშვას, მაგრამ ის ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ იმეორებს”.
* * *
„ადგილიდან თუ არ დაიძვრებით, დალპებით, მცენარესავით დაჭკნებით”.
* * *
„სიფრთხილე სიცოცხლის ტაძრის გასაღებია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთელი თუ არ არსებობს, ფრაგმენტებს როგორ შეიძლება აზრი ჰქონდეს?”
* * *
„არაფერი არ შეიძლება ამქვეყნად უაზრო იყოს”.
* * *
„ერთადერთი სიღარიბე საკუთარი თავის არცოდნაა”.
* * *
„ადამიანი, როდესაც იცის, არასოდეს კამათობს”.
* * *
„ადამიანებს მაშინაც კი არ ესმით, როცა ისმენენ”. – (ავტორი გენია.ჯი)