ალექსანდრე კუპრინი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი მწერალი და მთარგმნელი - ალექსანდრე კუპრინი (1870-1938 წლები), ალკოჰოლის მოყვარული ლიტერატორი გახლდათ. იგი ხშირად თვრებოდა, რის შემდგომაც ქუჩაში შემხვედრ მისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს უმიზეზოდ უტეხდა ჩხუბს. (ავტორი გენია.ჯი) ამასვე ადასტურებდნენ კუპრინის მეგობრები. მათი მტკიცებით, ალექსანდრესათვის ერთი სირჩა არაყის დალევაც კი საკმარისი ყოფილა, ნებისმიერ ადამიანთან კონფლიქტში რომ შესულიყო. თუმცა არც იმას უარყოფდნენ, მასთან სმის პროცესი (თანამეინახეობა) დიდი სიამოვნების მომნიჭებელიც გახლდათო.
კუპრინის ამ „ავ” თვისებაზე სასტიკი ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული მის მეუღლეს – ლიზას, რომელიც ხშირად ისტუმრებდა სახლიდან უცერემონიოდ ქმრის თანამეინახეებს. მიუხედავად ამისა, ალექსანდრე მაინც აქტიურად განაგრძობდა სმას. ამიტომაც ხუმრობდნენ კუპრინის მეგობრები – „ღვინოში თუ მართლაც არის ჭეშმარიტება, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ჭეშმარიტება იქნება კუპრინშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)