ამონარიდები ნიკოლო მაკიაველის ტრაქტატიდან – „მთავარი”
„ხალხი, იარაღი, ფული და პური – აი, ომის სასიცოცხლო ძალა, მაგრამ ამ ოთხიდან უმთავრესია პირველი ორი, ვინაიდან ხალხითა და იარაღით ყოველთვის შეიძლება ფულისა და პურის შოვნა, მაშინ როდესაც მარტოოდენ ფულითა და პურით ვერც ხალხს იშოვნი და ვერც იარაღს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხი კანონში საფრთხობელას კი არ უნდა ხედავდეს, არამედ მეოხსა და მფარველს”.
* * *
„ადამიანები ან ალერსით უნდა მოინადირო, ანდა სულაც თავიდან მოიშორო ისინი”.
* * *
„კეთილგონიერი კაცი ყოველთვის დიდ ადამიანთა მიერ გაკვალულ გზას უნდა ირჩევდეს და მიბაძვითაც თავიანთი ღირსებით გამორჩეულთ უნდა ბაძავდეს”.
* * *
„ხალხის ბუნება ცვალებადია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქველმოქმედება ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით უნდა გამოავლინო, რათა ხალხმა უკეთ შესძლოს მისი შეტკბობა”.
* * *
„კაცნი ყოველთვის ცდილობენ თავი აარიდონ იმნაირ საქმეს, რომლის წარმატებაშიც წინასწარვე ეჭვი ეპარებათ”.
* * *
„მხოლოდ თავხედი და თავდაჯერებული კაცი თუ გაბედავს იმაზე მსჯელობას, რაც უფლის მიერაა დაცული და განდიდებული”.
* * *
„ჭკუათხელი კაცი რომ საქმეს წამოიწყებს, წინასწარ ტკბება წარმატების იმედით და ამ სიტკბოებაში გარეულ შხამს კი ვერ ამჩნევს”.
* * *
„ძნელია მოულოდნელობასთან ბრძოლა, ყოველივე წინასწარ გათვალისწინებულთან – ადვილი” – (ავტორი გენია.ჯი)