„სტენლის თასი” – (ეპიზოდი)
ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) გამარჯვებულს ჯილდოს სახით 1893 წლიდან გადაეცემა ვერცხლისაგან დამზადებული 90 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე – „სტენლის თასი”, რომლის წონაც 15,5 კილოგრამია. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ჯილდოსთან უამრავი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული. ცნობილია, რომ ცილინდრული ფორმის მქონე თასი ლონდონში ყოფნის ჟამს იქნა შეძენილი 10 გინეად (48,67 ამერიკულ დოლარად) კანადის ლორდ-გუბერნატორის – ფრედერიკ არტურ სტენლის მიერ 1892 წელს. დღეისათვის სულ მისი სამი ვერსია არსებობს ბუნებაში. ორიგინალი ვერსია 1970 წლამდე გადაეცემოდა NHL-ის გამარჯვებულს. თანამედროვე სტენლის თასი, რომლის ავტორიცაა იუველირი – ლუიზა სენ-ჟანი, ორიგინალის ასლია. თავად ორიგინალი კი დაცულია სახელგანთქმულ „დიდების დარბაზში”.
ყველაზე ახალგაზრდა ჰოკეისტი, რომელმაც სტენლის თასი მოიგო 1955 წელს, „ბოსტონ ბრიუინზის” ჰოკეისტი – ლარი ჰილმანი იყო. ყველაზე ხანდაზმული კი, დეტროიტის ჰოკეისტი – კრის ჩელიოსი. მან ეგზომ საპატიო ჯილდო 46 წლის ასაკში აღმართა 2008 წელს.
ყველაზე მეტჯერ (24-ჯერ) აღნიშნული ჯილდოს მფლობელი – „მონრეალ კანადიენსი” გახდა.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ „სტენლის თასი” ორჯერ გამოიყენეს როგორც – ემბაზი (ნათლისღებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი). მასში თავის დროზე მონათლული იქნა ორი ბავშვი. პირველი, ვინაც NHL-ის გამარჯვებულთათვის განკუთვნილ ჯილდოში თავისი ქალიშვილი მონათლა, დიდი კანადელი ჰოკეისტი – სილვენ ლეფერვი იყო. მისმა გუნდმა „კოლორადომ” ეს ჯილდო 1996 წელს მოიგო. მეორე შემთხვევა „სტენლის თასის” ემბაზად გამოყენებისა დაფიქსირებული იქნა 2008 წელს: იმ წელს NHL-ის გამარჯვებული გახდა „დეტროიტი”. სწორედ მაშინ, თავისი ბიძაშვილის ნათლობის ჟამს გამოიყენა სილვენ ლეფერვის მსგავსად გუნდის კანადელმა თავდამსხმელმა – ტომას ჰოლმსტრომმა „სტენლის თასი” ემბაზად. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრედერიკ არტურ სტენლი