“ყველაზე მცირე ზომის თხზულების ავტორი ო.ჰენრი”…
ამერიკაში ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი,რომლის გამარჯვებულიც ხდებოდა ის კონკურსანტი,რომელიც დაწერდა ყველაზე პატარა თხზულებას,სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული კულმინაციისა და დასასრულის სიუჟეტი,ამა თუ იმ მოვლენისა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ კონკურსში ბევრმა ცნობილმა მწერალმა მიიღო მონაწილეობა,თუმცა გამარჯვება წილად ხვდა დიდ ამერიკელ მწერალს,ნოველისტსა და “მოულოდნელი დასასრულების ოსტატს” – უილიამ სიდნეი პორტერს,იგივე - ო.ჰენრის (1862-1910 წლები).საინტერესოა ის,რომ ყველაზე მცირე ზომის თხზულების შინაარსში მწერალმა,ბრწყინვალედ გამოიყენა ორივე მოვლენა,რასაც ითხოვდნენ კონკურსანტიდან ითხოვდნენ (მოვლენის კულმინაცია და დასასრული).მის მიერ დაწერილი თხზულება სიტყვა-სიტყვით ასეთი გახლდათ:
“მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა და ბენზინის ბაკში ჩაიხედა,რათა გაეგო თუ რამდენი დარჩა ბენზინი.გარდაცვლილი სულ რაღაც 23 წლის გახლდათ”.
აქვე ერთ გადახვევასაც გავაკეთებ მკითხველო და ანალოგიური კონკურსის შესახებ მოგითხრობთ,რომელიც ინგლისში ჩატარდა,სადაც კონკურსის მიხედვით,ყველაზე მცირე ზომის თხზულება უნდა დაეწერათ ისე,რომ მასში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხსენიებული: დედოფალი,ღმერთი,საიდუმლო და ცოტა ინტიმი.გამარჯვებული თხზულება სიტყვა-სიტყვით გახლდათ შემდეგი:
“ოჰ,ღმერთო, – წამოიძახა დედოფალმა, – ფეხმძიმედა ვარ,თუმცა არ ვიცი ვისგან”. (ავტორი გენია.ჯი)