ლევ პუშკინი – „ეპიზოდი”
„რუსული ლიტერატურის მზედ” წოდებული სახელგანთქმული რუსი პოეტის – ალექსანდრე პუშკინის უმცროსი ძმა - ლევ პუშკინი (1805-1852 წლები), რომელიც ამავე დროს მის ლიტერატურულ მდივანსაც წარმოადგენდა, ფენომენალური მეხსიერების პატრონი იყო. (ავტორი გენია.ჯი) იგი პირველივე წაკითხვისთანავე იმახსოვრება ყოველივეს, რასაც კი მისი ძმა დაწერდა. ერთ დღეს მოგზაურობაში მყოფმა ალექსანდრემ ჯერ კიდევ დაუსრულებელი ნაწარმოების – „ევგენი ონეგინის” მეხუთე თავის ხელნაწერები დაკარგა, რომელსაც თავის მხრივ, პოეტისდა საბედნიეროდ, რამდენიმე ხნით ადრე გაეცნო სპარსეთის ომის მონაწილე ლევი. ხელნაწერების დაკარგვით დამწუხრებული ალექსანდრე თავისმა ძმამ იხსნა განსაცდელისაგან: მან თავისი ფენომენალური მეხსიერების წყალობით ზუსტად აღიდგინა გონებაში „ევგენი ონეგინის” მეხუთე თავი, გადაწერა იგი სამ ფურცელზე და ყოველივე ამის შემდგომ, პუშკინს გაუგზავნა ფოსტის მეშვეობით, რითაც ალექსანდრეს დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. – (ავტორი გენია.ჯი)