აჰმედ სალმან რუშდი – „ეპიზოდი”
1988 წელს გაყიდვაში იქნა ჩაშვებული ინდური წარმომავლობის მქონე ცნობილი ინგლისელი მწერლის – აჰმედ სალმან რუშდის მიერ დაწერილი რიგით მეოთხე რომანი, სახელწოდებით – „სატანური ლექსები”. მაგიური რეალიზმის ჟანრის მქონე ახლადგამოცემულმა ნაწარმოებმა, რომელიც გაჯერებული გახლდათ რელიგიური თემატიკით, იმთავითვე უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია მუსულმანურ სამყაროში. (ავტორი გენია.ჯი) მკრეხელობასა და ღვთისგმობაში დადანაშაულებული ავტორის წინააღმდეგ განსაკუთრებით გაილაშქრა ირანის ისლამური რევოლუციის ლეგენდად ქცეულმა ლიდერმა – აიათოლა ჰომეინიმ. მან საჯაროდ შეაჩვენა რუშდი და სასჯელის სახით – სიკვდილით დასჯა გამოუტანა განაჩენად (მისი მკვლელობისათვის ჯილდოდ დაწესდა 2,5 მილიონი ამერიკული დოლარი). გარდა ამისა, აიათოლამ მართლმორწმუნე მუსლიმებს მოუწოდა, დახმარება აღმოეჩინათ მისთვის აღნიშნული განაჩენის აღსრულებაში. შედეგად, აჰმედის მიერ დაწერილი რომანის წინააღმდეგ მთელი მუსულმანური სამყარო აღსდგა. ასე მაგალითად: ზანზიბარის ხელისუფლება იმ მოქალაქეებს, რომელთაც სახლში რუშდის ლიტერატურული ქმნილება – „სატანური ლექსები” აღმოაჩნდებოდათ, სამი წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიდა და 2 500 ამერიკული დოლარით აჯარიმებდა; ამავე სახის „დანაშაულისათვის” სამი წლის ვადით და 7 400 დოლარის ოდენობის ჯარიმით სჯიდა თავის ქვეშევრდომებს მალაიზიაც; ინდონეზიაში რუშდის ზემოაღნიშნული ნაწარმოების ფლობა, მოქალაქეს ერთთვიანი თავისუფლების აღკვეთად უჯდებოდა ჯარიმასთან ერთად. გარდა ამისა, აჰმედის ნაწარმოების შენახვა დასჯადი გახდა ვენესუელაში, იაპონიასა და რიგ სხვა ქვეყნებში. ერთადერთი მუსულმანური ქვეყანა, სადაც აჰმედის რომანი აკრძალული არ იქნა – თურქეთი იყო. ნიშანდობლივია ისიც, რომ რუშდის ლიტერატურული ქმნილების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს, რომელთაც თან მასობრივი არეულობები მოჰყვა, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მსოფლიოს მასშტაბით. დაშავდა ასზე მეტი მოქალაქე.
საბედნიეროდ, აჰმედ სალმან რუშდიმ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების უშუალო ძალისხმევის შედეგად, სიცოცხლე შეინარჩუნა და იგი კვლავაც აქტიურად აგრძელებს ლიტერატურულ მოღვაწეობას. – (ავტორი გენია.ჯი)