იოსიფ ბროდსკი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი ამერიკელი პოეტი და ესეისტი – იოსიფ ბროდსკი (1940-1996 წლები), ღარიბი სამხედრო ფოტოკორესპონდენტის ოჯახში (ლენინგრადში) მოევლინა ქვეყნიერებას. (ავტორი გენია.ჯი) მან და მისმა ოჯახმა მეორე მსოფლიო ომის საშინელება სკუთარ ტყავზე იწვნიეს ლენინგრადის ბლოკადის უსაშინლეს პერიოდში. ომმა და რიგმა სხვა პრობლემებმა ბროდსკების ოჯახი უკიდურესად გააღატაკა. ისინი ცხოვრობდნენ ერთოთახიან მოკრძალებულ ბინაში, რაც თავის მხრივ, მოზარდს ხელს უშლიდა, მშობლებისაგან დამოუკიდებლად დაეჭირა თავი. ამიტომაც ცდილობდა გამუდმებით იოსიფი, როგორმე თვითმყოფადი სამყარო შეექმნა საკუთარი პერსონითვის. ბროდსკების ოჯახი სიღარიბეში კი ცხოვრობდა, თუმცა ღარიბს ნამდვილად ვერ დავარქმევდით უძველეს რაბინთა შთამომავლების პატარა ბინაში დავანებულ შესანიშნავ ბიბლიოთეკას, სადაც ასეულობით წიგნისათვის მოეყარათ თავის დროზე თავი. იმაზე, თუ როგორ მოეხერხებინა იოსიფს მშობლებისაგან იზოლირებულად ცხოვრება, ბროდსკიმ ბევრი იფიქრა, და, რამდენიმე ხანში ერთობ გონივრულ გამოსავალსაც მიაგნო: მან ოჯახის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების გამოყენებით – კედელი ააგო და გადატიხრა თავისი ერთოთახიანი ბინა. შედეგად, ბროდსკიმ ასეთი უცნაური საშუალების გამოყენებით შეიქმნა მშობლებისაგან იზოლირებული ის გარემო, რასაც ასე ესწრაფოდა მომავალი ლიტერატორი დიდი ხნის განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. იოსიფ ბროდსკის ამ პატარა ისტორიამ ერთი ძველი ანდაზა გამახსენა – „როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო”.