ბენჯამინ ფრანკლინი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, დღის წესრიგში დადგა ოფიციალური ეროვნული სიმბოლოს მიღება. აშშს-ის დამფუძნებელი მამები ახლადდაარსებული სახელმწიფოს ეროვნულ სიმბოლოდ იმთავითვე ორ ფრინველს განიხილავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ესენი იყვნენ ქორისებრთა ოჯახის მტაცებელი ფრინველი – თეთრთავა ფსოვი და ქათმისებრთა რიგის ფრინველი – გარეული ინდაური.
აღნიშნული საკითხის განხილვაში სხვათა მსგავსად, რაღა თქმა უნდა ჩართული იყო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი – ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები). ბენჯამინი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოდ თეთრთავა ფსოვი აერჩიათ. „თეთრთავა ფსოვი სარჩოს კეთილსინდისიერი გზით არ მოიპოვებს… ისევე როგორც ის ადამიანები, ვინც ძარცვავს და კლავს. თუკი მან ასეთი გზით არ მოიპოვა სარჩო-საბადებელი, იგი დაღუპვისათვის არის განწირულიო”. – ირწმუნებოდა ფრანკლინი. სამაგიეროდ, ბენჯამინი ხოტბას ასხამდა ინდაურს – „გარკვეულწილად იგი სულელი კია (თუმცა ეს არ არის ყველაზე უარესი რამ), თუმცა არის ძალიან მამაცი და შეუპოვარი ფრინველიო”. მას არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, თუ როგორ დაესხა გარეული ინდაურების გუნდი თავს ინგლისის არმიის გრენადერებს ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე ერთ-ერთი ბრძოლის ჟამს.
მიუხედავად ბენჯამინ ფრანკლინის უდიდესი ავტორიტეტისა, აშშ-ის სხვა დამფუძნებელმა მამებმა ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოდ მაინც – თეთრთავა ფსოფი აირჩიეს. უპირატესობა თეთრთავა ფსოვს იმიტომ მიანიჭეს, რომ მას ერთობ მძვინვარე და მამაცური გამომეტყველება გააჩნდა გარეული ინდაურისაგან განსხვავებით. გარდა ამისა, მათ იმ პერიოდში სჯეროდათ, რომ აღნიშნული ფრინველი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე იყო გავრცელებული. ასე გახდა 1782 წლის 20 ივნისს თეთრი ფსოვი ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური სიმბოლო. – (ავტორი გენია.ჯი)
თეთრთავა ფსოვი
გარეული ინდაური
თეთრთავა ფსოვის გამოსახულება აშშ-ის ეროვნულ გერბზე