სონდრე ნორდჰეიმი – „ეპიზოდი”
თანამედროვე სათხილამურო სპორტის ფუძემდებლად (პიონერად) ცნობილი ნორვეგიელი მოთხილამურე - სონდრე ნორდჰეიმია (1825-1897 წლები) მიჩნეული. ცნობილია ისიც, რომ სწორედ ნორდჰეიმი გახლდათ ის მოთხილამურე, ვინაც პირველი გამარჯვებული გახდა ნორვეგიაში გამართულ ეროვნულ სათხილამურო შეჯიბრებაში. (ავტორი გენია.ჯი) მან აღნიშნულ შეჯიბრში 49 მოწინააღმდეგის დამარცხება შესძლო. ამაში ალბათ გასაკვირი არფერი იქნებოდა, რომ არა მისი ასაკი: იმ დროს სონდრე 43 წლის ასაკში იმყოფებოდა. შეჯიბრის თითოეული მონაწილე მასზე ახალგაზრდა ასაკის მქონე სპორტსმენი იყო.
1952 წელს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გამართულიყო. იმ პერიოდისათვის სონდრე უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, და მიუხედავად ამისა, მან, კერძოდ კი, მის საცხოვრებელ სახლში განთავსებულმა ბუხარმა მაინც მიიქცია მსოფლიო საზოგადოების ყურადღება. საქმე იმაში გახლდათ, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე მცირეოდენი ხნით ადრე, ნორდჰეიმის მშობლიურ სოფელს – მორგედალს, ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური წარმომადგენლები ეწვივნენ დედაქალაქიდან. მათი მორგედალში სტუმრობის უმთავრესი მიზანი გახლდათ ის, რომ 1952 წელს ოსლოში გასამართი ოლიმპიური თამაშებისათვის აუცილებელი – ოლიმპიური ცეცხლი აენთოთ. ეს მისია წარმატებით იქნა განხორციელებული: დელეგაციის წევრებმა ოლიმპიურ ჩირაღდანს ცეცხლი სათხილამურო სპორტის ფუძემდებლის ბუხარში დანთებული ცეცხლიდან შეუნთეს. – (ავტორი გენია.ჯი)
სონდრე ნორდჰეიმის ძეგლი მის მშობლიურ სოფელ მორგედალში