მუხრან მაჭავარიანი – „იქნება ასე”

„ – გახსოვს?! – “

ეს სიტყვა

დღეს, ვინ იცის,

თუ რამდენს ზარავს,

მუხლებში რამდენს

ამ სიტყვაზე ერთმევა ძალა.

* * *

„ – გახსოვს?! – “

ეს სიტყვა

ხვალ, ვინ იცის,

რამდენს შეზარავს,

მუხლებში რამდენს

ამ სიტყვაზე წაერთმის ძალა.

* * *

იქნება ასე! -

ძე კაცისა არსებობს სანამ.

კომენტარის დატოვება