კარდინალი რიშელიე – „ეპიზოდი”

საფრანგეთის ლეგენდად ქცეული სახელმწიფო მოხელე – არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე (1585-1642 წლები), იგივე – კარდინალი რიშელიე, არასოდეს გამოირჩეოდა კარგი ჯანმრთელობით. (ავტორი გენია.ჯი) ბავშვობის ჟამს მან ციებ-ცხელება გადაიტანა, სიყმაწვილეში თავის საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა, ხოლო ასაკში შესვლის ჟამს – რევმატიზმითაც დაავადდა. დროის გასვლასთან ერთად რიშელიეს ჟანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდებოდა. ამიტომაც წუხდა ხოლმე იგი – „მე ყველაზე სუსტი და ყველაზე მგრძნობიარე სხეული მაქვს ამქვეყნადო”. შედეგად, რიშელიე იძულებული იყო, დრო და დრო ოფიციალური მიღებები თავის საძინებელ ოთახში გაემართა. კარდინალის ეგრეთ წოდებულ „სააღლუმე საძინებელში” სპეციალურად იქნა განთავსებული რბილი დივანი, რომლითაც სარგებლობა ერთადერთ ადამიანს, საფრანგეთის მეფეს – ლუი XIII სამართლიანს შეეძლო. ცნობისათვის, საფრანგეთის სამეფო კარზე მოქმედი ეტიკეტის თანახმად, ფრანგი მონარქის თანდასწრებით ქვეშევრდომებს წამოწოლა კი არა, დაჯდომაც კი ეკრძალებოდათ. ქვეყნისათვის დამაშვრალ რიშელიეზე აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდებოდა. ავადმყოფ კარდინალს რჩევების მისაღებად ხშირად სტუმრობდა ლუი, რა დროსაც იგი კომფორტულად ეწყობოდა ხოლმე სპეციალურად მისთვის განკუთვნილ რბილ დივანზე და ასეთ მშვიდ და კომფორტულ გარემოში იღებდა რჩევებს საწოლში მყოფი საფრანგეთის პირველი მინისტრისაგან, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)

ლუი XIII სამართლიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>