ჰენრი როულანდი – „ეპიზოდი”

გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი და აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი - ჰენრი ოგასტუს როულანდი (1848-1901 წლები), ძალიან მოკრძალებული ხასიათის მქონე პერსონა იყო. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს როულანდი სასამართლოში ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მოწმედ იქნა გამოძახებული, რა დროსაც ადვოკატმა მას შემდეგი შეკითხვით მიმართა: „ – დღეისათვის მოღვაწე ამერიკელ ფიზიკოსთა შორის, ვინ არის საუკეთესო ფიზიკოსი?” – დასმულ შეკითხვაზე ამ მოკრძალებულმა კაცმა ერთობ თამამი პასუხი გასცა: „ – მე!”

ჰენრის ასეთმა პასუხმა განსაკუთრებით გააოცა მისი მეგობარი, ვინაც შესანიშნავად უწყოდა როულანდის მოკრძალებული ხასიათის შესახებ. ამიტომაც ჰკითხა მას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, რა იყო მიზეზი მისთვის ესოდენ არადამახასიათებელი პასუხისა. „ – მე არ შემეძლო ტყუილი მეთქვა – ფიცის ქვეშ ვიმყოფებოდიო”. – უპასუხა გაკვირვებულ მეგობარს დიდმა ფიზიკოსმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>