საღეჭი რეზინი – „ეპიზოდი”
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ მსოფლიოს ერთადერთ კუნძულოვან ქალაქ-სახელმწიფოში – სინგაპურში, რომლის აღორძინებაშიც თავის დროზე უდიდესი წვლილი დაიდო ქვეყნის ექს-პრემიერმა – ლი კუან იუმ, 1992 წელს აკრძალული იქნა – „საღეჭი რეზინის” ექსპორტი. (ავტორი გენია.ჯი) მოტივი ამ უცნაური აკრძალვისა გახლდათ ის, რომ ამ კულინარული ნაწარმით მასობრივად ბინძურდებოდა როგორც ქუჩები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შედეგად, საღეჭი რეზინის მოხმარება ადგილობრივებისათვის დასჯადი გახდა. კანონის დამრღვევი „დამნაშავე” ისჯებოდა არა მხოლოდ ფულადი ჯარიმით, არამედ სისხლის სამართლებლივადაც კი. მოგვიანებით, სინგაპურის ხელისუფლება მედიკოსთა რჩევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ „საღეჭი რეზინის” შესახებ მიღებული კანონი ოდნავ მაინც შეემსუბუქებენინა. როგორც ცნობილია, საღეჭი რეზინი არა მხოლოდ კბილების გასასუფთავებელი უებარი საშუალებაა, არამედ იგი ასევე ავითარებს ისეთ კოგნიტურ უნარებს, როგორიცაა მოკლევადიანი, ანუ ეპიზოდური მეხსიერება და შეგრძნებების მკაფიო აღქმა. დღეისათვის, სინგაპურში საღეჭი რეზინის ყიდვა მხოლოდ აფთიაქებშია შესაძლებელი და ისიც ექიმის მიერ გაცემული რეცეპტის საფუძველზე. – (ავტორი გენია.ჯი)