თბილისის „დინამო” – (ეპიზოდი)

1960-იან წლებში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბი - თბილისის „დინამო”, თავის საიუბილეო მე-1000 გოლს მიუახლოვდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში. (ავტორი გენია.ჯი) ამ მნიშვნელოვანი საიუბილეო გოლის აღსანიშნავად, საქართველოს იმ დროინდელმა ხელისუფლებამ მე-1000 გოლის ავტორისათვის მართლაც რომ „სამეფო ჯილდო” დააწესა – „ავტომობილი ვოლგა”.

1962 წლის 27 ივლისს თბილისის დინამოს სტადიონზე 30 გრადუს სიცხეში 40 000 გულშემატკივარი შეიკრიბა. ერთმანეთს თბილისის „დინამო” და ლენინგრადის „დინამო” უნდა შეხვედროდნენ. იმ დროისათვის „დინამოს” – 999 გოლი უკვე ჰქონდა გატანილი. შესაბამისად, ყველა სულმოუთქმელად ელოდა საიუბილეო, მეათასე გოლის ავტორის გამოვლენას. თუმცა სწორედ აქ მოხდა ყველასათვის მოულოდნელი ფაქტი: პირველი ტაიმის 45-ე წუთზე გოლი გავიდა: 1 : 0 – თბილისის „დინამოს” სასარგებლოდ (ეს მატჩი ასევე დასრულდა). თუმცა ეს უმნიშვნელოვანესი გოლი საკუთარ კარში (ავტოგოლი) თავად ლენინგრადელმა ფეხბურთელმა (მცველმა), შემდგომში საყოველთაოდ ცნობილმა ტელეკომენტატორმა – ვლადიმერ პერეტურინმა გაიტანა.

მიიღო თუ არა მე-1000 გოლზე დაწესებული „სამეფო ჯილდო” ავტოგოლის ავტორმა, ამაზე ისტორია დუმს… – (ავტორი გენია.ჯი)

ვლადიმერ პერეტურინი

კომენტარის დატოვება