რა მიზეზმა ჩაუყარა საფუძველი „ინტერპოლი”-ს ჩამოყალიბებას?
1914 წელს მონაკოს საყოველთაოდ ცნობილ სამთავროში ერთმა მეტად უჩვეულო და გახმაურებულმა სკანდალმა იჩინა თავი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მონაკოს მთავარი – ალბერ I თავის რჩეულ ქალზე დასაქორწინებლად ემზადებოდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მონაკოს რიგით მე-11 მთავარი არჩევანში ძალიან შეცდა: ქორწინების წინა დღეებში გრიმალდის დინასტიის წარმომადგენლის რჩეულმა ქალმა მასზედ მოპოვებული დიდი ნდობით ისარგებლა, შეაღწია ოთახში, სადაც მონაკოს მთავართა საგვარეულო ძვირფასეულობა იყო დაცული, გაიტაცა იგი და ქვეყნიდან გაიქცა. „სასწრაფოდ მომაძებნინეთ ის უსინდისო ქალი!” – ასეთი იყო განრისხებული და შეურაცხყოფილი ალბერის სასოწარკვეთილი მოწოდება და თხოვნა მსოფლიო საზოგადოებისადმი.
შედეგად, მონაკოში, ალბერის უშუალო ინიციატივით მოწვეული იქნა საერთაშორისო კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა. სწორედ მაშინ ჩატარდა კრიმინალური პოლიციის პირველი საერთაშორისო კონგრესი, რაც საფუძველი გახდა კიდეც დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი – „ინტერპოლის” ჩამოყალიბებისა. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ პირველმა მსოფლიო ომმა დიდწილად შეაფერხა აღნიშნული ორგანიზაციის ქმედითი ფუნქციონირება. სამაგიეროდ, 1923 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარებულმა კრიმინალური პოლიციის მე-2 საერთაშორისო კონგრესმა აქცია „ინტერპოლი” ბევრად უფრო ქმედით ორგანიზაციად. – (ავტორი გენია.ჯი)
ალბერ I