მუხრან მაჭავარიანი – „დედაკაცი”

- სამოთხე იყო…

დედაკაცმა დაგვაკარგვინა.

საწმისი იყო…

დედაკაცმა დაგვაკარგვინა.

დანაშაული,

თუ გიყვარდე,

მეტი რა გინდა!

* * *

- სამაგიეროდ

დიაცმავე იესო გვიშვა.

სამაგიეროდ

დიაცმავე რუსთველი გვიშვა.

ეს კი, მე მგონი,

თუ შენც იტყვი,

ცოტას არ ნიშნავს!

კომენტარის დატოვება