ჟან დე ლა ბრუიერის ნააზრევი…
„სიცოცხლე არის ის, რის შენარჩუნებასაც ადამიანი ყველაზე მეტად ცდილობს და რასაც ყველაზე ნაკლებად უფრთხილდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველ დილას თვალს ვახელთ და საკუთარ თავს გამოვფენთ, რათა მოვატყუოთ მოყვასი ჩვენი; მთელი დღე ვატყუებთ და საღამოს ვხუჭავთ თვალს”.
* * *
„ძნელია საკუთარი დანაშაული აღიარო”.
* * *
„ხელმოკლეობა თუ დანაშაულობათა დედაა, ჭკუამოკლეობა – მამაა”.
* * *
„ცვალებადი ხასიათის კაცი წარმოადგენს არა ერთს, არამედ რამდენიმე ადამიანს ერთად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოდი, ნუ აღვშფოთდებით იმის გამო, რომ ადამიანი უგულოა, უმადური, უსამართლო, ქედმაღალი, უყვარს თავისი თავი და არ უყვარს მოყვასი; ამგვარი დაიბადა იგი, ეს არის მისი ბუნება. ამაზე გაჯავრება იგივეა, რომ ბრაზი მოგივიდეს, ქვა ძირს რად ვარდება, ან ცეცხლის ალი ზემოთ რატომ ადისო”.
* * *
„თქვენმა მეგობარმა თუ მაღალ მდგომარეობას მიაღწია და მაინც გცნობთ, დიდი წყალობაა”.
* * *
„ბავშვებს არც წარსული აქვთ, არც მომავალი. ჩვენგან განსხვავებით აწმყოთი ტკბებიან”.
* * *
„ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრების საუკეთესო წლებს ანდომებს იმას, რომ დანარჩენი წლები ჩაშხამებული ჰქონდეს”.
* * *
„საამურია შემოხედვა იმისა, ვისაც ახლახან დაეხმარე”. – (ავტორი გენია.ჯი)