ჰერმან გერინგი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილმა გერმანელმა ფსიქიატრმა – არტურ კრონფელდმა, რომელმაც მეუღლესთან ერთად სიცოცხლე სუიციდით დაასრულა საბოლოო ჯამში, თავის დროზე გამოაქვეყნა ნაშრომი, სახელწოდებით – „დეგენერატები ხელისუფლებაში”, რომლის საშუალებითაც უამრავი საინტერესო ინფორმაცია გადმოგვცა მესამე რაიხის უმაღლესი პოლიტიკური პერსონების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ წიგნში – ჰიტლერის, ჰესის, ბორმანის, ჰიმლერის, გებელსისა და სხვა გერმანელ ნაცისტთა მსგავსად, ერთობ საინტერესო ფაქტებია მოცემული გერმანიის ავიაციის რაიხსმარშალის – ჰერმან გერინგის (1893-1946 წლები) პირადი თვისებების შესახებ.
არტურის ცნობით, „ლუფტვაფეს” ხელმძღვანელი – გერინგი, არა მხოლოდ ალკოჰოლის მოტრფიალე და მისი მასიურად მომხმარებელი, არამედ ნარკოდამოკიდებული მიზანთროპიც ყოფილა. იგი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა საკუთარ გარეგნობასა და ჩაცმულობას. ატარებდა უამრავ ორდენს; დღეში რამდენიმეჯერ იცვლიდა სხვადასხვაგვარ სამხედრო მუნდირებს, რომლებიც შემკობილნი იყვნენ ოქროთი და სხვა ძვირფასი ლითონებით. კრონფელდი იმასაც ირწმუნებოდა, რომ გერინგი ხშირად ატარებდა გრიმს. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჰერმანი უკანასკნელი მეძავი ქალის მსგავსად იგრიმებოდა”; გერმანული ავიაციის რაიხსკანცლერის სახე პუდრის სქელი ფენით იყო დაფარული, ხოლო ფრჩხილები წითელი ფერის ლაკით ჰქონდა შეღებილი (ამასვე ადასტურებდა ალბერტ შპეერიც თავის მოგონებებში).
ყოველივე ეს შესაძლოა ფანტასტიკის სფეროდ მიგვეჩნია, რომ არა ის გარემოება, რომ არტურს შესაძლებლობა ჰქონდა წლების განამავლობაში პირადად დაკვირვებოდა თავისი წიგნის „გმირების” პირად თვისებებს. – (ავტორი გენია.ჯი)
არტურ კრონფელდი