სერგეი რახმანინოვი – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი პიანისტი და კომპოზიტორი - სერგეი რახმანინოვი (1873-1943 წლები), არაჩვეულებრივად გრძელი თითების მქონე მუსიკოსი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) დადასტურებული ფაქტია, რომ მას თავისი გრძელი თითების საშუალებით ერთბაშად ათი თეთრი კლავიშის აღება შეეძლო. სახელოვანმა პიანისტმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი 25 წელიწადი ისე განვლო, რომ არც ერთი მუსიკალური ქმნილება არ დაუწერია. სამაგიეროდ, იგი სისტემატურად მართავდა კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომაც იყო, რომ რახმანინოვი განსაკუთრებით უფრთხილდებოდა თავის არაჩვეულებრივად გრძელ თითებს. თუმცა, მის თითებს კიდევ უფრო უფრთხილდებოდა სერგეის მეუღლე – ნატალია სატინა, ვინაც იმ მოტივით, რომ ქმარს თითები შემთხვევით არ დაზიანებოდა და კონცერტი არ ჩაშლოდა, ყოველი საკონცერტო პროგრამის დაწყების წინ, თავად უკრავდა თასმებს ფეხსაცმელებზე სერგეის. – (ავტორი გენია.ჯი)